Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ ალ. ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტიუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომლის ვიზიტი ანტვერპენში

ამა წლის 12-14 დეკემბერს ევროპის პათოლოგთა ასოციაციამ, ანტვერპენში (ბელგია) გამართა სწავლება ექიმ მორფოლოგებისთვის, რომელიც მიზნად ისახავდა მსოფლლიოს წამყვანი ევროპული ქვეყნების გამოცდილების გაზიარებას ინფექციური პათოლოგიების დიაგნოსტიკაში, კერძოდ, ვირუსული, ბაქტერიული, სოკოვანი, სპეციფიკური ინფექციებისა და პარაზიტული დაავადებების ვერიფიკაციის თანამედროვე მეთოდების გაცნობას. ასეთი სწავლების აქტუალურობა კიდევ უფრო გამოიკვეთა COVID-19 პანდემიის, ასევე, Ebola Virus Disease (EVD) გავრცელების შემდეგ, როდესაც დადასტურდა, რომ აღნიშნული და სხვა ახალი მუტირებული ვირუსები მნიშვნელოვან მორფოლოგიურ და ციტოლოგიურ ცვლილებებს იწვევს ორგანიზმში. სწავლებაზე ნაჩვენები იქნა, რომ სხვადახვა სახის ბაქტერიულმა და სოკოვანმა ინფექციებმა შესაძლებელია კლინიკურად სიმსივნის მიმიკრია ან პროვოცირება გამოწვიოს.

 

ევროპელ ექიმებთან ერთად სწავლებაში მინაწილებოა მიიღო თსუ ალ. ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტიუტის მთავარმა მეცნიერ თანამშრომელმა, მაია მჭედლიშვილმა. მისმა ცოდნამ და გამოცდილებამ მაღალი შეფასება მიიღო ექსპერტების მხრივ. სამუშაო ფორმატი გულისხმობდა სწავლების შემდეგ გამოცდის ჩაბარებას; ქართველი ექიმის მიღებული ქულების გათვალისწინებით  მას შესთავაზეს ინსტიტუციური მემორანდუმის გაფორმება და თანამშრომლობა ლონდონის St. Thomas' Hospital-ის პათოლოგიის ცენტრთან. დაიგეგმა ქართველი მეცნიერის შემდგომი ვიზიტი   ლონდონის St. Thomas' Hospital-ის პათოლოგიის დეპარტამენტში. აღნიშნული კოლაბორაცია არის მნიშვნელოვანი მომავალი სამეცნიერო და პრაქტიკული კვლევების ერთობლივი წარმართვისათვის, რომელიც განხორციელდება   ალ. ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტსა და ლონდონის St. Thomas' Hospital -ის სამუშაო ჯგუფს შორის.